ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ “ჩემპიონატთან” ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.
“საბერძნეთთან მატჩი ჩემი ქვეყნისთვის ისტორიულია. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამომ” თასების თასი მოიგო, მაგრამ ის მაშინ გუნდი იყო და ახლა საქმე ნაკრებთან გვაქვს. წინ გვაქვს საუკუნის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
საშინაო კედლები ძალიან დაგვეხმარება. ნახევარ მილიონამდე ადამიანს სურდა ბილეთების ყიდვა, მაგრამ სამწუხაროდ, სტადიონი მხოლოდ 55 000-ს იტევს. მსგავსი რამ ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა.
როგორც ჩვენ, ასევე საბერძნეთს,
კარგი გუნდი გვყავს. ყაზახეთთან ჩვენი მეტოქის თამაშს ვუყურე და ძალიან კარგი დაცვა ჰყავთ. გულშემატკივარი ჩვენი მე-12 მოთამაშე იქნება. ჩემი აზრით, საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ”, – თქვა დემეტრაძემ.