მივლინებებში ყველაზე მეტი თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებმა დახარჯეს

2023 წელს სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 72.5 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 22.1 მლნ ლარით მეტია, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, „ბიუჯეტის მონიტორის“ მიხედვით, სამინისტროებს შორის, 2023 წელს, მივლინებაში ყველაზე მეტი თანხა, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებმა დახარჯეს.
სამინისტროების მიერ 2023 წელს სამივლინებო ხარჯების რეიტინგი შემდეგია:
· თავდაცვის სამინისტრო – 9.4 მლნ ლარი (2022 წელს 5.6 მლნ ლარი)
· იუსტიციის სამინისტრო – 8.8 მლნ ლარი (2022 წელს 5.7 მლნ ლარი)
· შინაგან საქმეთა სამინისტრო – 7.9 მლნ ლარი (2022 წელს 4.7 მლნ ლარი)
· გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 7.3 მლნ ლარი (2022 წელს 4.5 მლნ ლარი)
· მთავრობის ადმინისტრაცია – 5 მლნ ლარი (2022 წელს 3.5 მლნ ლარი)
· საგარეო საქმეთა სამინისტრო – 4.7 მლნ ლარი (2022 წელს 2.9 მლნ ლარი)
· განათლების, მეცნიერების სამინისტრო – 4.4. მლნ ლარი (2022 წელს 3.8 მლნ ლარი)
· კულტურის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 4.4 მლნ ლარი (2022 წელს 1.5 მლნ ლარი)
· ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 4.1 მლნ ლარი (2022 წელს 3.8 მლნ ლარი)
· ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 3.7 მლნ ლარი (2022 წელს 2.1 მლნ ლარი)
· ფინანსთა სამინისტრო – 1.9 მლნ ლარი (2022 წელს 1.5 მლნ ლარი)
· რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 544 667 ლარი (2022 წელს 285 510 ლარი)
· შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 62 679 ლარი (2022 წელს 57 769 ლარი).
გარდა ამისა, 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა მივლინებებში 3.2 მლნ ლარი დახარჯეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი 919 820 ლარი.