შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ბუჩელ ყასაბს“ და კიდევ ერთ რუს სამხედროს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუს სამხედროებს, აზატბეკ ომურბეკოვს და დანიილ ფროლკინს უკრაინის ქალაქებში, ბუჩასა და ანდრეევკაში ჩადენილი დანაშაულის გამო.
პოდპოლკოვნიკი ომურბეკოვი, რომელსაც „ბუჩელ ყასაბს“ უწოდებენ, ს 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მანამდე კი ანდრეევკაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ს განცხადებით, დადგენილია, რომ 64-ე ბრიგადა მშვიდობიან მოქალაქეებს კლავდა, ანაწევრებდა, წვავდა და ჩამოხრჩობის იმიტაციას აწყობდა.
2022 წლის აპრილში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას გვარდიის სტატუსი მიანიჭა „საბრძოლო მოქმედებებში გამოჩენილი მასობრივი გმირობისთვის“. პოდპოლკოვნიკი ომურბეკოვი დააწინაურეს და პოლკოვნიკის ჩინი მისცეს.
რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეს დანიილ ფროლკინს სანქციები დაუწესდა ანდრეევკაში უაიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის. სანქცირებულებს და მათი ოჯახის წევრებს -ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.
რუსეთის არმიის სამხედროებმა ს ოლქის ქალაქი ბუჩა ში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიკავეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბუჩა 2022 წლის 31 მარტს გაათავისუფლეს.
დეოკუპაციის შემდეგ ქალაქში ასეულობით დახოცილი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების და ქალების ცხედრები იპოვეს. ბუჩიდან გავრცელებულ შემზარავ ვიდეო და ფოტოკადრებს რუსეთი უწოდებდა დადგმულს და პროვოკაციას.