ერთ-ერთმა არაბულმა კლუბმა რობერტ ლევანდოვსკის ანაზღაურების სახით წელიწადში 100 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პოლონელმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.
ესპანურმა გამოცემამ კლუბის სახელი არ დააკონკრეტა, თუმცა ირწმუნება, რომ პოლონელს “ბლაუგრანაში” დარჩენა კონტრაქტის ამოწურვამდე სურს.
35 წლის ფორვარდს “ბარსელონასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, თავი კი 13 გატანილი გოლით გამოიჩინა.