სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა.
მედიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ივან კორჩოკი ამომრჩეველთა 42.52%-ის მხარდაჭერით ლიდერობს.
მისი ოპონენტი, მმართველი კოალიციის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე პიტერ პელეგრინი 37.03%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ ჩატარდა. სლოვაკ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 11 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის უწევდა.