ლაპორტა: ლობოტკას ტრანსფერზე ვმუშაობთ

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ “ნაპოლის” ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას შესახებ ისაუბრა.
ლაპორტას თქმით, “ბლაუგრანა” სლოვაკის შეძენით მართლაც ინტერესდება და კატალონიური კლუბის დირექტორი დეკუ მის ტრანსფერზე მუშაობს.
“ზაფხულში ერთ-ორ მნიშვნელოვან ტრანსფერს განვახორციელებთ. ლობოტკა? მასზე დეკუს უკვე ვესაუბრე, სლოვაკის ყიდვა შეგვიძლია, თუმცა კლუბისა და ფეხბურთელის მოთხოვნები მოლაპარაკებებში მთავარი ფაქტორი იქნება”, – განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, ლობოტკა “ნაპოლიმ” 2020 წელს, “სელტადან” 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, სტანისლავს “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში