ბერძნული მედია: გავარვარებულ ღუმელში მოგვიწევს თამაში – “შავ ბაზარზე” ბილეთის ფასი 450 ევროა!

საქართველოს ნაკრებთან მომვალ მატჩთან დაკავშირებით საბერძნეთში დიდი აჟიიოტაჟია და აღნიშნავენ, რომ მძიმე პირობებში მოუწევთ თამაში.
ყველა გამოცემამ გაავრცელა nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ბილეთები უკვე გაიყიდა. sport24.gr-ი წერს, რომ 54 ათასი ბილეთი 5 საათსა და 35 წუთში “გაქრა” და სამშაბათს თამაში სტადიონზე მოუწევთ, რომელიც გავარვარებული ღუმელის მსგავსი იქნება.
“დინამო არენაზე” ანშლაგს sdna.gr გამოეხმაურა: “ჩვენი ეროვნული გუნდი წლის მატჩისთვის ემზადება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი გუნდი გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში. შეხვედრაზე ყველა ბილეთის რეალიზაცია უმალ მოხდა, ბევრი გულშემატკივარი ვერ შეძლებს სტადიონზე შესვლას, “შავ
ბაზარზე” კი “ჯადოსნური ქაღალდის” ფასი 450 ევროს აღწევს!
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში 2 300 ქომაგის გამგზავრება უზრუნველყო, მაგრამ მსურველი გაცილებით მეტია”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში