იტყობინებიან, რომ დაიბომბა სევასტოპოლი და ბელგოროდი, არიან დაშავებულები

ანექსირებულ სევასტოპოლსა და ბელგოროდში შაბათს საღამოს საჰაერო განგაში გამოცხადდა. შემდგომ სოცქსელებში გამოჩნდა ცნობები ამ ქალაქების თავზე აფეთქებების შესახებ.
უკრაინული ტელეგრამის არხების თანახმად, სარაკეტო დარტყმა მიაყენეს შავი ზღვის ფლოტის გემებს, ასევე ბალბეკის აეროდრომს და სხვა სამხედრო ობიექტებს. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. აქვეყნებენ ვიდეოებს, რომლებზეც ისმის აფეთქებების ხმები, მაგრამ არ არის ნათელი, მიზანს მოხვდა თუ არა რაკეტები. რუსული ტელეგრამის არხები წერენ „მძლავრი“ დაბომბვის შესახებ. ს მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოზჟაევმა განაცხადა ჩამოგდებული რაკეტებისა და ქალაქში ჩამოცვენილი ნამსხვრევების შესახებ. ამტკიცებენ, რომ დაზიანდა საოფისე შენობები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, დაშავდა ორი ადამიანი.
რუსეთის მედიის თანახმად, ორი ადამიანი დაშავდა ბელგოროდში. ადგილობრივი სოცქსელები აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებზეც ჩანს კვამლი ქალაქის თავზე. ჯერჯერობით არ არის ნათელი მოხვდა თუ არა რაკეტები მიზანს.
ბელგოროდი უკანასკნელი დღეების განმავლობაში პრაქტიკულად ყოველდღე იბომბება. სევასტოპოლზე დარტყმები უფრო იშვიათად ხორციელდება, თუმცა ასევე შედარებით რეგულარულად. ქალაქი ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი – თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში