საქართველო – საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

“დაწყებიდან 5 საათსა და 35 წუთში საქართველო – საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია!” – იტყობინება ეროვნული გუნდის გვერდი.
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალი “დინამო არენაზე” 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყება, ისევ ანშლაგი იქნება, იმედია, გულშემატკივრების მხარდაჭერით საქართველოს ნაკრები ისევ მოიპოვებს გამარჯვებას და ისტორიაში პირველად გავა ევროპირველობაზე.
17396 ე ვიყავი რიგში და ვერ ვიყიდე. ეს იმის ბრალია რომ ზოგს საერთოდ არ სჭირდება 4 ბილეთი მაგრამ მაინც ყიდულობს. ქართველი არ ინდობს და უფრთხილდება ქართველს და სხვა რას გვიზამს. არაუშავს ჩემსავით ბევრი ნამდვილი გულშემატკივარი დარჩა გარეთ და საქომაგოდ რამე გზას მაინც გამოვნახავთ.
ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატის დროსაც ეგრე იყო!ყველა ბილეთი გაიყიდაო და უამრავი თავისუფალი ადგილი იყო სტადიონზე!მარაზმი!თაღლითობა!ხალხის უპატივცემლობა!ნორმალთრ ქვეყანაში პროკურატურა დაინტერესდებოდა მინიმუმ!