უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მეომარი, თენგიზ ჭანია

უკრაინაში ს ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მებრძოლის მეგობრები. ერთ-ერთმა მათგანმა, თეიმურაზ ბასილაიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 48 წლის მებრძოლი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან. მისი სიტყვებით, საქართველომ კიდევ ერთი გმირი დაკარგა მსოფლიოს მტერთან, რუსეთთან ბრძოლაში. “თენგიზ ჭანია ში ომის დაწყებიდან მალევე წავიდა და მას შემდეგ იბრძოდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ერთხელ იყო ჩამოსული და მალევე დაბრუნდა ომში”, – თქვა თეიმურაზ ბასილაიამ.
48 წლის თენგიზ ჭანია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხახეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში. ჰყავს ცოლი და ერთი შვილი. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს ემსხვერპლა 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე. ბოლოს 10 მარტს გავრცელდა ცნობა ორი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია