აფხაზეთში NGO-ებს ყოველ ღონისძიებაში დახარჯული ფულის შესახებ ინფორმაციას მოსთხოვენ

დე ფაქტო აფხაზეთში უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების [პროგრამების] განხორციელების მარეგულირებელი ცვლილებები მიიღეს. შესაბამის ბრძანებას ხელი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა.
ცვლილებების თანახმად, უცხოურმა არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც გეგმავს მოიზიდოს აფხაზეთში არაკომერციული ორგანიზაციები, სხვადასხვა სახის, მათ შორის ფინანსური დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ასევე ორგანიზაციებს მოეთხოვება თითოეული ღონისძიებაში დახარჯული ფულის ოდენობის შესახებ ინფორმაციისა და წლის თითოეულ კვარტალში შუალედური ანგარიშების წარდგენა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი აუკრძალავს შესვლას იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ – “მათთვის, ვისაც აფხაზურ-რუსული ურთიერთობების გაფუჭება სურს და აფხაზეთის რესპუბლიკას ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავს, ჩვენი კარი უახლოეს დროში დაიხურება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ