ირაკლი კობახიძე – უნდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება იმისთვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა – რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ

ეს განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. როცა ისინი ასე უყურებენ 300-ზე მეტ მოსამართლეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ისინი მოაბილიზოს, ეს არის მათი დამოკიდებულება. ასე ამობილიზებდა თავის დროზე ადეიშვილი, სააკაშვილი მოსამართლეებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და ამას ხელისუფლება არ დავუშვებთ.
„ეს განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. როცა ისინი ასე უყურებენ 300-ზე მეტ მოსამართლეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ისინი მოაბილიზოს, ეს არის მათი დამოკიდებულება. ასე ამობილიზებდა თავის დროზე ადეიშვილი, სააკაშვილი მოსამართლეებს. ეს არ არის ჩვენი დამოკიდებულება, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს არის მათი ხელწერა. დღეს, მადლობა ღმერთს, ვერავინ ვერ ამობილიზებს 300-ზე მეტ მოსამართლეს, ეს არის დღევანდელი მიდგომა, დღევანდელი დამოკიდებულება, ამას ვერ ეგუებიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ამიტომ უნდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ დავუშვებთ.
“ვეტინგი” ნიშნავს იმის აღიარებას, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით. ს და მოლდოვას აქვთ ამის უფლება, “ვეტინგის” შემოღებით და წოწორიას რეფორმის გატარებით, მათ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყანა. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, რადგან ვფიქრობთ, რომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით. მართლაც ასეა, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს შემდგარი ინსტიტუტები. აქედან გამომდინარე, წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო“, – აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 24 მარტს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია მიზნად ისახავს ე.წ. ვეტინგის თავიდან აცილებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან.
როგორც მესამე სექტორის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონფერენციის დღის წესრიგით პირველ საკითხად განსაზღვრულია „სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა“. სამოქალაქო საზოგადოების აზრით, „მოსამართლეები, რომლებსაც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, შეეცდებიან, კონფერენციის მონაწილე სხვა მოსამართლეების ზურგს უკან ამოფარებით, თავი დააღწიონ კეთილსინდისიერების ტესტის გავლას“.
ამრიგად, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.