EU: საქართველომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა უნდა ჩამოაყალიბოს

ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი უნდა მოიცავდეს მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისაც უნდა წარიმართოს.
ამასთან, ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირებისთვის.
“სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირებისთვის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლო და სასამართლოს თავმჯდომარეები.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს საჯარო მოხელეების ბოლო კომენტარებით, რომლებიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერების შემოწმების პოტენციურ სისტემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – “ქართული ოცნების” დასანქცირებული ლიდერების ვინაობა იცის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა – ვინმეს მხრიდან ნებისმიერი საუბარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, არის უბრალოდ სპეკულაცია