ლონდონი ამერიკის ნებისმიერ პრეზიდენტთან იმუშავებს – კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი „აუკუსის“ საკითხებში იმუშავებს შეერთებული შტატების ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი 2024 წლის ნოემბერში აირჩევს.
კამერონმა ეს განცხადება 22 მარტს, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად გააკეთა. ბრიტანეთის საგარეო უწყების მეთაურს ჰკითხეს, უქმნის თუ არა საფრთხეს ს შესაძლო არჩევა ამერიკის პრეზიდენტად, „აუკუსის“ სამხედრო ალიანსს.
„დარწმუნებული ვარ ავსტრალიის მთავრობაც ასევე მოიქცევა. რასაც ჩვენ გავაკეთებთ არის ის, რომ ვიმუშავებთ იმასთან, ვინც არ უნდა გახდეს ამერიკის პრეზიდენტი“,- თქვა კამერონმა. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე , დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ავსტრალიელ კოლეგებს ხვდებოდნენ.
„აუკუსი“ (AUKUS – Australia, United Kingdom, United States) სამხედრო ალიანსია, რომელიც ს ადმინისტრაციის დროს, ამერიკაში შეიქმნა. ის ახლო პარტნიორებს – შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს და ავსტრალიას – აერთიანებს.
ავსტრალიის მთავრობა ამბობს, რომ „აუკუსის“ ფარგლებში ქვეყანა მილიარდობით დოლარს დახარჯავს ნავსადგურების და გემთშენებლობის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან