ფარმაცევტულ კომპანია Bayer-ს $1.56 მილიარდის გადახდა დაეკისრა

მისურის ნაფიცმა მსაჯულებმა ფარმაცევტულ კომპანია Bayer-ს $1.56 მილიარდის გადახდა დააკისრეს. მიზეზი კომპანიის პროდუქტი, სახელად Roundup weedkiller-ია, რომელიც, ოთხი მოსარჩელეს ცნობით, მრავალ ჯანმრთელობის დაზიანებას, მათ შორის – კიბოს იწვევს.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, Bayer-ს ბრალი ედება დაუდევრობისთვის, დიზაინის დეფექტისთვისა და Roundup weedkiller-ის გამოყენების პოტენციური საფრთხის შესახებ მომხმარებლის გაუფრთხილებლობაში.
ოთხ მოსარჩელეს, ვალორი გიუნტერს ნიუ-იორკიდან, ჯიმი დრეიგერს მისურიდან და დენიელ ანდერსონს კალიფორნიიდან კომპენსაციის სახით $61,1 მილიონი გადაეცემათ. თითოეულ მათგანს დაუსვეს არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი, რომელიც, მათი მტკიცებით, Roundup-ის გამოყენებით იყო გამოწვეული.
Bayer-ის თქმით, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Roundup და მისი აქტიური ინგრედიენტი, გლიფოსატი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ინფორმაციისთვის: ვინაიდან აღნიშნული სადამსჯელო ზარალი -ს უზენაესი სასამართლოს მითითებებს აღემატება, ის გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლოა, შემცირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად კორუფციის შემთხვევებისგან“ – ირაკლი კობახიძე