დაგვჩაგრეს – უსამართლო ევროკავშირი და დაჩაგრული ოცნება – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ არც ერთი რომ არ შეასრულოს ცხრა დათქმიდან საქართველომ, მაინც ლიდერები ვართ და მაინც უნდა გახსნან მოლაპარაკებები. პაპუაშვილი არ ამბობს, თუ არ აპირებდნენ შესრულებას 9 დათქმის, რატომ დაეთანხმნენ და ცხადია, არც იმას ამბობს, რა შეიძლება დაემუქროს ქვეყანას, რომლის ხელისუფლებაც საკუთარ დადებულ პირობებს არღვევს, ან ქვეყნის პარტნიორებს ამ ენით ესაუბრება და მსგავს ბრალდებებს უყენებს.
“რაც შეეხება ევროპული საბჭოს განცხადებებს და გადაწყვეტილებებს, მისასალმებელია, რომ კვლავ არის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნიას და ჰერცეგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. დღეის მდგომარეობით არის გადაწყვეტილება უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს გადაწყვეტილებების უსამართლობას. საქართველო, რომელიც სამივე ქვეყანასთან შედარებით ლიდერია აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, არის დაჩაგრული. ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ არის დაფუძნებული დამსახურებაზე. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამ წლის განმავლობაში მიიღებს საბოლოოდ სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით.
ამ 9 დათქმიდან არცერთი რომ არ შესრულდეს, მაინც ლიდერები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ყველა პარამეტრით ლიდერია, საქართველო და ქართველი ხალხი იჩაგრება ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს, მუშაობს, რათა ევროკავშირი დაარწმუნოს, გადაწყვეტილებები იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – არ მინდა ვივარაუდო, რომ უკრაინის ელჩმა მისი ჩვენს ქვეყანაში დანიშვნა აქ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებებისთვის გამოიყენოს – ვისურვებდი, რომ პოზიტიური ყოფილიყოს ეს ნაბიჯი

გურამ მაჭარაშვილი: ზელენსკის სიმართლე არ მოეწონა, რასაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია, ახლა დანიშვნა რას ნიშნავს? – როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და რომ ვერ შეძლეს, გადატვირთვის პოლიტიკა მიდის