ირაკლი ბაიდაშვილი: ინვესტორთა საბჭოზე საშუალება გვაქვს, საკითხები პირდაპირ პრემიერთან დავსვათ

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ირაკლი ბაიდაშვილი ამბობს, რომ ინვესტორთა საბჭო ერთ-ერთი ქმედითი პლატფორმაა, სადაც ბიზნესს პრემიერთან და მთავრობის სხვა წევრებთან საკითხების განხილვის შესაძლებლობა ეძლევა.
„ინვესტორთა საბჭო გახლავთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და ქმედითი პლატფორმა. განსაკუთრებით ბიზნეს საზოგადოებისათვის, რამდენადაც ჩვენ გარკვეული პერიოდულობით გვაქვს იმის საშუალება, რომ საკითხები პირდაპირ დავსვათ პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და დარგობრივ მინისტრებთან, განვიხილოთ და გადაწყვეტილებები ერთად მივიღოთ. დღეს რამდენიმე საკითხი დავსვით, რომლებიც დაკავშირებული ლოგისტიკასთან, შუა კორიდორთან და საერთოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან“,- განაცხადა ბაიდაშვილმა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.