სენაკის სასულიერო გიმნაზიის შენობიდან ფანჯარა ჩამოვარდა, რომელიც 2 პედაგოგს დაეცა.
შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.
„პედაგოგები ფანჯრის დაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც ფანჯარა ჩამოვარდა და მათ დაეცა“, – ამბობს ინფორმირებული წყარო.
მომხდარს ასევე ადასტურებენ რესურსცენტრშიც. დაშავებული მასწავლებლები კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ისინი ამ დრომდე კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რჩებიან.
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია…“ – ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს
„ბევრს ჩაახედებს ეს ინტერვიუ სარკეში, როგორც ემიგრანტებს, ისე მათ ოჯახის წევრებს…“ – ერთი ქალის სევდიანი ამბავი
ამ ქუჩებზე შუქი მთელი დღით ჩაქრება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი