Reddit-მა თავის აქციები $6.4 მილიარდად შეაფასა

BBC-ის ინფორმაციით, Reddit-მა IPO-ს ღირებულება $6.4 მილიარდად შეაფასა.
აქციების ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ხუთშაბათს დაიწყება. Reddit-ის ერთი აქციის ღირებულება საფონდო ბირჟებზე 34 დოლარად შეფასდა.
ცნობისთვის, Reddit დაარსდა თითქმის 20 წლის წინ და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი გახდა მსოფლიოში. ეს არის ონლაინ ფორუმი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იმსჯელონ მათთვის საინტერესო თემებზე. კომპანიის ცნობით, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს მას 73 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.