მიხეილ სარჯველაძე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და ს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძეს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ჯანდაცვის კუთხით, აჭარასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე, ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, როგორც სისტემაში შემავალი უწყებები, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, მომავალში, ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებასა და გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში, მისასალმებელია მათი აქტიური ჩართულობა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძეს და ლევან ჩაკვეტაძეს, გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხდა და მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით, სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი „გლობალური ომის პარტიაზე“ – ევროკავშირი ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლია, ვინ არიან ეს ძალები? – ვერ ვიტყვით, დელიკატური საკითხია, საჯაროდ საუბარმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას

ილია II: ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც სათავე და წყაროა მშვიდობისა – ყოვლადწმინდა სამება

პრემიერი: კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ – აქედან გამომდინარე, პარლამენტი აღასრულებს საზოგადოების ნებას