აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ესტუმრნენ

ს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ლევან ჩაკვეტაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამინისტროს პროგრამებში ჩართულ ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვთა საჭიროებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამინისტროში მოქმედ მიმდინარე წლის პროგრამებს.
„შეხვედრის ფარგლებში ლევან ჩაკვეტაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ბავშვებს სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ