“ვუგზავნით ძალიან ნათელ სიგნალს პუტინს – შენ არასწორი გათვლა გააკეთე” – გერმანია

გერმანიის კანცლერი, ს განცხადებით, EU-ს ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მოგება ს იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად გადასცენ.
ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რომ მოგება გაყინული რუსული აქტივებიდან გამოიყენონ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად. ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიყენოთ იმ იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რომელიც უკრაინას სჭირდება თავის დასაცავად. ჩვენ ვუგზავნით ძალიან ნათელ სიგნალს პუტინს. მან არასწორი გათვლა გააკეთა, თუ თვლის, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭიროა. მოულოდნელი მოგების გამოყენება მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია”. – აცხადებს შოლცი.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა. საქართველო ამ სამიტის დღის წესრიგში არ არის, რადგან ჩვენი ქვეყანა ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, შესაბამისად, ახლა უკრაინის და მოლდოვას საკითხი განიხილება აღნიშნულ სამიტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მათიკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ არა სანქცირების და ურთიერთობების გაუარესების კუთხით, არამედ დაახლოების კუთხით იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს გამოყენებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში