ავსტრალია უკრაინის „დრონების კოალიციას“ შეუერთდა

ავსტრალია უკრაინისთვის დახმარების მიზნით შექმნილ „დრონების კოალიციას“ შეუერთდა, – ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა ბრიტანელ კოლეგასთან, გრანტ შაპსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ავსტრალია ჩაერთვება დრონების კოალიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობენ გაერთიანებული სამეფო და ლატვია“, – აღნიშნა რიჩარდ მარლსმა.
შეგახსენებთ, 8 მარტს, კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა ასევე პირობა დადო, რომ კანადა შეუერთდება საერთაშორისო დრონების კოალიციას, რომელსაც ლატვია და გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო