დასაქმება შემცირდა, ხელფასები გაიზარდა – როგორი წელი ჰქონდა ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს?

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში 2023 წელს ხელფასები 25.5%-ით გაიზარდა და ქვეყნის საშუალო ხელფასს გადააჭარბა. PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით, გასულ წელს სექტორში საშუალო ანაზღაურება 2 130 ლარი იყო. შედარებისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 1858.2 ლარი შეადგინა.