“ინტერის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა “ნერაძურის” ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხუთ ენაზე თავისუფლად საუბრობს.
– რამდენ ენაზე საუბრობ?
– საუბარი ხუთ ენაზე შემიძლია. ესენია: სომხური, რუსული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური. გერმანულიც კარგად ვიცოდი, ამ ენის სასწავლად ორი წელი დამჭირდა, თუმცა, როდესაც “დორტმუნდი” დავტოვე, მას შემდეგ გერმანულად აღარ მისაუბრია და დამავიწყდა…
– ჩალჰანოღლუს რომელ ენაზე ესაუბრები?
– ძირითადად, ინგლისურად, ზოგჯერ კი გერმანულადაც ვლაპარაკობთ, თუმცა იშვიათად”, – განაცხადა მხითარიანმა.
შეგახსენებთ, ჰენრიხმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი
2 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.