„პრაიმ ჰაუსელებმა“ პროექტის მეორე სეზონის მონაწილეს, კოსტა სანიკიძეს, რომელიც ახლა საავადმყოფოშია, სოლიდარობა გამოუცხადეს.
პროექტის მეოთხე სეზონის მონაწილეებმა კოსტა სანიკიძეს წერილები დაუწერეს, რომელსაც მას დიასა და ნიკა გოგვაძე გადასცემენ.
„საავადმყოფოდან რომ გამოვა, აუცილებლად წაიკითხავს და ძალიან გაუხარდება“, – ამბობს დიასა.
ნახეთ, ვიდეო:
ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ პროექტის, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას, თავისსავე სახლში მოხდა.
სანიკიძეზე თავდამსხმელს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „პრაიმ ჰაუსში“ მწვავე დაპირისპირებაა