საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე – საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ცნობილია

დღეს, 21 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე, “დინამო არენაზე” ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ცენტრალური მცველი საბა საზონოვი და საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ.
მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი
მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი.
ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი.
ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.
· შინი.GE
· მარაო

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში