კაფე „ჩერი“ 2.6 მლნ ლარად იყიდება – აღსრულების ბიურო ირანის მოქალაქის აღმაშენებელზე მდებარე ფართს ყიდის

აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კომერციულ ფართს, სადაც კაფე „ჩერია“ განთავსებული 2.6 მლნ ლარად ყიდის.
კომერციული ფართის მფლობელი ირანის მოქალაქე ალირეზა ამირჰასსანხანია, რომელსაც ფართი 2018 წელს შეიძინა და იმავე წელს იპოთეკით დატვირთა.
კომერციული ფართი შედგება პირველი სართულის, ანტრესოლისა და სარდაფისაგან. საჯარო რეესტრის მონაცემებით, საერთო ფართი შეადგენს 300.9 კვ.მ-ს. აქედან ანტრესოლი 23.52 კვ.მ-ს.
აუქციონი 28 მარტს დასრულდება.