ირაკლი კობახიძე – როცა კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, შემაშფოთებელია

როცა კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ანტიჩინური კამპანია ხორციელდება.
კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია, ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.
„ასეთი კამპანიების მიზანი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებაა. ჩვენ, შარშან, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როცა ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია, ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ – ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

პრემიერი- მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით – რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ასევე ეშინიათ