ირაკლი კობახიძე – აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის უვიზო მიმოსვლას, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს

პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, -სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლას, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს.
ამის შესახებ პრემიერმა, მ ჟურნალისტებთან, აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს. ეს არის ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ეშინიათ. გარწმუნებთ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ან თუ მივიღებ საერთოდ, აუცილებლად ვიტყვი საჯაროდ