Galup-მა 2024 წლის მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ბედნიერები ფინელები არიან. სამეულშია დანია და ისლანდია. საქართველო ამ რეიტინგში 91-ე ადგილზეა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას, მათ შორის უზბეკეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ყირგიზეთს, სომხეთსა და ტაჯიკეთს ჩამორჩება. Galup-ის რეიტინგში საქართველოზე წინაა მოზამბიკი, საქართველოს მოსდევს ერაყი და ირანი.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ბედნიერები უზბეკეთში არიან და ამ სიაში 47-ე ადგილი უკავიათ; 49-ზეა – ყაზახეთი; 72-ზე – რუსეთია; 75-ზე – ყირგიზეთი, 82-ზე – სომხეთი, 89-ზე – ტაჯიკეთი და Galup-ის მონაცემებით ყველა მათგანი საქართველოზე წინაა ამ რეიტინგში. ბედნიერების ინდექსით, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს ჩამორჩებიან – თურქეთი (98-ე ადგილი), აზერბაიჯანი (101) და უკრაინა (105).
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასეთია:
1. ფინეთი
2. დანია
3. ისლანდია
4. შვედეთ
5. ისრაელი
6. ნიდერლანდები
7. ნორვეგია
8. ლუქსემბურგი
9. შვეიცარია
10. ავსტრალია
Galup-ის რეიტინგის მიხედვით ყველაზე დაბალი ინდექსი (143) ავღანეთს აქვს. ის ამ სიის ბოლო ქვეყანაა. სამეულშია – ლიბანი და ლესოთო.
რეიტინგის ბოლო ათეული ასე გამოიყურება:
143. ავღანეთი,
142. ლიბანი,
141. ლესოთო,
140. სიერა ლეონე,
139. კონგო,
138. ზიმბვაბვე,
137. ბოცვანა,
136. მალავი,
135. ესვატინი,
134. ზამბია.