გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: დარბაზში როგორ შემოდიან, როდესაც …

საერთოდ დარბაზში როგორ შემოდიან, როდესაც პოლიციაზეა ლაპარაკი , – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის” ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს დანაშაულები იქნა ჩადენილი, მათ შორის, პოლიციელების მიმართ.
„იმ პერიოდში, როდესაც რაღაც პრივილეგია გაქვს, უფლება გაქვს იმოქმედო ისე, როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ და სასჯელს არავინ დაგადებს – აი, ამ ვითარებაში ახალგაზრდა კაცების და ქალების გონებაზე იმოქმედეს და ჩამოაყალიბეს სადისტებად. სადისტების კლანი გაზარდეს. ჩვენს თვალწინ ქუჩაში ბიჭები დახვრიტეს და ტელევიზიაში აჩვენებდნენ როგორ ღლიცინებდნენ ამ ადამიანების ცხედრებთან და რამდენი კიდევ ტელევიზიით არ აჩვენეს.
ნამდვილად არ მეგონა, რომ პოლიციის საკითხის განხილვისას ესენი დარბაზში იქნებოდნენ. ახალგაზრდა კაცი მწერს საფრანგეთიდან, რომელიც სამკურნალოდაა წასული – ხერხემალი დაუზიანეს და ტკივილისგან ფეხებს იჭრიდა, ეგონა რომ ნერვს გადაიჭრიდა და ტკივილი გაუვლიდა. ასეთი რამდენი ადამიანი იყო, პოლიცია იღებდა ამ წამებაში მონაწილეობას. რასაკვირველია, იქაც ბევრი იყო ღირსეული და დღესაც ბევრი მუშაობს, ამაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია უნამუსობაზე, ადამიანების მოტყუებაზე, მოტყუებაზე არა მხოლოდ ეკონომიკურ თემასთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ დანაშაულებრივი მმართველობის მთელი სისტემა შექმნეს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ