ბრაზილიაში მაღალი ტემპერატურის გამო, ტეილორ სვიფტის კონცერტზე ფანი დაიღუპა
რიო-დე-ჟანეიროში, მომღერალ ტეილორ სვიფტის კონცერტზე, 23 წლის ანა ბენევიდესი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გასულ კვირას ბრაზილიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ნოემბრისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა, 42 გრადუსი დაფიქსირდა.
პარასკევს სვიფტის კონცერტზე ფანებს სიცხის გამო გული მისდიოდათ, სტადიონის ადმინისტრაციამ კი მათ წყლის ბოთლების შიგნით შეტანა აუკრძალა, რის გამოც მომღერალი და მისი მენეჯმენტი წყალს ფანებს მთელი საღამოს განმავლობაში თავად ურიგებდნენ. ანა ბენევიდასს პარასკევს სტადიონზე გული კონცერტის დაწყებამდე წაუვიდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი კარდიო-რესპირატორული შეტევით გარდაიცვალა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ტეილორმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და შემდეგი კონცერტი რამდენიმე დღით გადადო.
„არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ მწუხარებით გატყობინებთ, რომ კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე სტადიონზე ერთ-ერთი ფანი გარდაიცვალა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად შეძრული ვარ. მთელი გულით ვწუხვარ ამ დანაკარგის გამო და ჩემი გატეხილი გულით მის ოჯახს სიყვარულს ვუგზავნი”, – წერს მომღერალი.
ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა ფლავიო დინომ დაწერა, რომ დამსწრეებს სტადიონზე წყლის ბოთლების შეტანის უფლება უნდა მიეცეთ. ტეილორმა გარდაცვლილ ფანს ორშაბათს ჩატარებულ კონცერტზე სიმღერა Bigger Than the Whole Sky მიუძღვნა.
ასევე ნახეთ:
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია…“ – ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს
„ბევრს ჩაახედებს ეს ინტერვიუ სარკეში, როგორც ემიგრანტებს, ისე მათ ოჯახის წევრებს…“ – ერთი ქალის სევდიანი ამბავი
უნდა გვედოს თუ არა საფულეში ფოტო – რა ნივთები უშლის ხელს ფინანსების მოზიდვას