დენის შმიგალი – ევროკავშირში „ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ ექსპორტის დინამიკის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს

„ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ ექსპორტის დინამიკის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს შეთანხმებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე დაშვება 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდება.
„ეს „ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ექსპორტის დინამიკა შევინარჩუნოთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ მწარმოებლებს და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციის საფუძველი გავაძლიეროთ“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
ასევე, დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის წინა დღეს, იგი ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ჯოზეფ ბორელთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა და მასთან უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხი განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე