ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.
ჯოზეფ ბორელის ცნობით, ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში დღეს, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტიდან გადაურიცხა.
„დღეს, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდამჭერი ჩვენი 50 მილიარდი ევროს პაკეტიდან 4,5 მილიარდი ევროს გადახდა განვახორციელეთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ხვალ ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების გზებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე