პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში, აბსოლუტური სიცრუეა, სამწუხაროდ ეს ტყუილი დაფინანსდა და დაჯილდოვდა

პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში, აბსოლუტური სიცრუეა, სამწუხაროდ ეს ტყუილი დაფინანსდა და დაჯილდოვდა
პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ძალიან კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში აბსოლუტური სიცრუეა, სამწუხაროდ ეს ტყუილი დაფინანსდა და დაჯილდოვდა, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ, ს ტრაგედიასთან დაკავშირებით „მთის ამბების“ ჟურნალისტის გელა მთივლიშვილის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმის კომენტირებისას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გამოვიდა რომ რომელიღაცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გადამხდელის ფული წავიდა ხალხის მოტყუებაში. მისივე თქმით, ფილმის დასკვნა და ექსპერტების დასკვნა აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ფილმი, რომელიც რაღაცას ამბობს, მეორე მხრივ გვაქვს კვალიფიციური, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ექსპერტების დასკვნა. ფილმის დასკვნა და ექსპერტების დასკვნა აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ან ერთია ტყუილი, ან მეორე. ჩვენ რომელი ვივარაუდოთ, გელა მთივლიშვილის ფილმის დასკვნაა მართალი თუ მსოფლიოში აღიარებული და კომპეტენტური ექსპერტების დასკვნაა მართალი თუ ტყუილი?
მე მაგალითად ასე გადავწყვიტე, რომ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ექსპერტების დასკვნაა მართალი, შესაბამისად მთივლიშვილის ფილმია თუ დოკუმენტური სიუჟეტი -ტყუილი. სამწუხაროდ ეს ტყუილი დაჯილდოვდა, დაფინანსდა, დიდი ფული დაიხარჯა ამაში როგორც ჩანს. ეს დაფინანსებაც, გამოვიდა რომ ტყუილში წავიდა, ანუ, რომელიღაცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გადამხდელის ფული წავიდა ხალხის მოტყუებაში. აგერ, ერთი მტკიცებულება დაიდო. მათ შორის, ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ძალიან კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ ეს, რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში აბსოლუტური სიცრუეა და მათი დასკვნა ამხელს ამ სიცრუეს. ეს მოცემულობა გვაქვს საერთო ჯამში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი იმყოფებოდა

ასევე დაგაინტერესებთ

რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ

დღეს რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, რაც 64-ვე მუნიციპალიტეტში გვიმარტივებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას, ამ ვითარებაში ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, ველით 60 %-ზე მეტის მიღებას

მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა