“აფხაზები აჭარიდან – ჩვენი მუჰაჯირები“ – ლელა კუნჭულიას ფილმის პრეზენტაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ლელა კუნჭულიას ფილმის „აფხაზები აჭარიდან – ჩვენი მუჰაჯირების“ ჩვენება და საჯარო დისკუსია.
ფილმი, მე-19 საუკუნეში ს იმპერიის მიერ დან გამოსახლებული მუჰაჯირების შთამომავლების შესახებ ჰყვება. შთამომავლებისა, რომელთა ნაწილიც დღესდღეობით აჭარაში ცხოვრობს.
ფილმის მთავარი პერსონაჟია, აჭარაში ტრადიციულ აფზახურ ოჯახში გაზრდილი, ნერიმან აშლარბა, რომელიც დედის გვარს ატარებს და ამით ამაყობს.
ფილმის მიზანია აფხაზებისა და ქართველების მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითის პოპულარიზება, ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებით.
„ფილმის გზავნილი არის იმის წარმოჩენა, თუ როგორ სრულყოფილად არიან ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებული აფზახები და იყენებენ ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს საზღვარგარეთ მოგზაურობა თუ სწავლა, განსხავებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებისგან“, – ამბობს ფილმის ავტორი ლელა კუნჭულია.
ფილმის ჩვენებას თსუ-ს პირველ კორპუსში ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი. “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) რეგიონული დირექტორი ბექა ბაჯელიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწვალებლები და სტუდენტები.
დიმიტრიოს კარაბალისის თქმით, მნიშვნელოვანია მგავსი ამბების მოყოლა, სადაც „თანაგრძნობა და პატივისცემა სჭარბობს სიძულვილის ენას“ . მისი სიტყვებით „ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების პატივისცემა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის არა მხოლოდ გვამდიდრებს, როგორც ადამიანებს და საზოგადოებებს, არამედ იწვევს უფრო მდგრად მშვიდობას“.
ელჩის სიტყვებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა არის იმ ორგანიზაციის მიზანი, რომელსაც ის წარმოადგენს, „2013 წლიდან ჩვენ პატივს მივაგებთ დამოუკიდებელ, კონფლიქტების გაშუქებისადმი მგრძნობიარე ჟურნალისტიკას, რომელიც ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას და გრძელვადიან მშვიდობას საქართველოში“.
მან მადლობა გადაუხადა ფილმის ავტორს „ომის გამო დაყოფილ თემებს შორის შერიგების თემაზე“ მომზადებული, „ღრმად ემოციური ფილმისთვის“.
ლელა კუნჭულია არის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022″ -ის გამარჯვებული, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში, გადაეცა ვიდეოსიუჟეტისთვის „ლოცვა შვილის მკვლელისთვის“.
პრიზის ჯილდოდ ლელა კუნჭულიას ფილმის გადაღება ერგო წილად. სწორედ ამ ჯილდოს ფარგლებში მომზადდა ფილმი „აფხაზები აჭარიდან – ჩვენი მუჰაჯირები“, რომლის ოპერატორი და მემონტაჟეა შიო ხიდაშელი, მუსიკისა და ხმის რეჟისორი ტატო ჯინჯიხაძე, რედაქტორი კი ნინო ჯაფიაშვილი.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ლელა კუნჭულია. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა ში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის “პანკისის სტიგმა”. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ასევე დაგაინტერესებთ