ვახტანგ გომელაური – „კანონისა და წესრიგის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
გომელაურის თქმით, ამავე კვლევის თანახმად, საქართველო თანაბარი ქულებით იკავებს ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.
„გასული წლების შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიურ გლობალურ ინდექსში.
ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.
კვლევის მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია. მინიჭებული ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად, საქართველო თანაბარი ქულებით იკავებს ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საემიროები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს