“მეორედ უღალატა ხალხს ფეხბურთის ფედერაციამ” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, :
— საინტერესოა – ფეხბურთის ფედერაცია იდიოტიზმითაა შეპყრობილი თუ შეგნებული მოღალატეები არიან და ტოტალიზატორში ცვლიან ეროვნულ ინტერესებს
— საქართველოს ნაკრებს მეორედ აქვს შანსი რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს და მეორედ უღალატა ხალხს ფეხბურთის ფედერაციამ — პირველად მაშინ უღალატა, როდესაც მაკედონიასთან გადამწყვეტ მატჩზე ვითომ პანდემიის გამო მაყურებელი არ დაუშვა, ამითი უდიდესი უპირატესობა წაართვა ნაკრებს და სწორედ ამიტომ წავაგეთ -თაობების სანუკვარი ოცნება დაინგრა — გუშინ ხომ საერთოდ კატასტროფა განვიცადეთ – ერთა ლიგის ნახევარფინალს ვეღარ ითამაშებს და იცით რატომ იმის გამო რომ ესპანეთთან არაფრისმოცემ და ინტერესდაკარგულ მატჩში მსაჯთან კამათის გამო ყვითელი ბარათი მიიღო — ვეკითხები ფედერაციას და ნაკრების მწვრთნელებს – თუ დისკვალიფიკაცია ელოდა ხვიჩას – რატომ გარისკეთ და საერთოდ რატომ გაიყვანეთ მინდორზე ან რატომ არ გააფრთხილეთ რომ დისკვალიფიკაცია ელოდა და ყვითელი არ მიეღო სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ ამხელა ფეხბურთის ფედერაციამ არ იცოდა და მხოლოდ დღეს გაიგო, რომ ხვიჩას დისკვალიფიკაცია ელოდა, მანამდე აზრზე არ იყვნენ და ჟურნალისტებს პასუხს ვერ სცემდნენ
— ყოველივე იმის ბრალია, რომ ძმაკაცებით და დაქალებით, უცოდინარი არაპროფესიონალებითაა დაკომპლექტებული ფედერაცია. აი, ამათი უცოდინარობის გამო ვერ ითამაშებს კვარა და ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა – ამათი ღალატის გამო შესაძლოა მეორედ დაიმსხვრეს ქართველთა ოცნება
თეგები: სანდრო ბრეგაძე