“აღარასდროს დავბრუნდები”! – ტოტიმ “ჯალოროსიში” ნებისმიერი როლი გამორიცხა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ Corriere Dello Sport-სთან ინტერვიუში “რომაში” დაბრუნება ნებისმიერ როლში გამორიცხა.
“ამ შეკითხვას ყოველთვის მისვამენ, მაგრამ ერთხელ და სამუდამო მინდა გავიმეორო, “რომაში” აღარასდროს დავბრუნდები”, – ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ ტოტიმ მთელი კარიერა “ჯალოროსის” მაისურით გაატარა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 786 შეხვედრაში 307 გოლი შეაგდო.
მან კარიერა 2017 წელს დაასრულა, შემდეგ “რომას” ტექნიკური დირექტორის თანამდეობა დაიკავა, რომელიც მალევე დატოვა.