“მე არაბიძეს გამოვიძახებდი! ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ…” – ჩხეტიანი სანიოლის გადაწყვეტილებასა და “ტორპედოს” ფეხბურთელზე საუბრობს [VIDEO]

“მე არაბიძეს გამოვიძახებდი! ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ…” – ჩხეტიანი სანიოლის გადაწყვეტილებასა და “ტორპედოს” ფეხბურთელზე საუბრობს [VIDEO]
ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა “შუადღე ქუთაისის” ეთერში განაცხადა, რომ ის ნაკრებში გიორგი არაბიძეს გამოიძახებდა.
როგორც მან აღნიშნა, არაბიძე ძალიან კრეატიული ფეხბურთელია და ასეთი მოთამაშე ნაკრებს გამოადგება.
“მე რომ ნაკრების მწვრთნელი ვიყო, გიორგი არაბიძეს ნამდვილად გამოვიძახებდი! მე შეხება მქონდა არაბასთან კონკრეტულად მოედანზე. ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ხასიათი ყველას ცუდი გვაქვს…
ისეთ კრეატიულ ფეხბურთელს, როგორიც არაბიძეა, მოედანზე 5 წუთით რომ შეიყვანო, რაღაც არაორდინარულის მოფიქრება შეუძლია.
თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ სანიოლმა შეცდომა დაუშვა, მის კომპეტენციაში ჩარევის
უფლება არ გვაქვს. უბრალოდ, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება, არაბიძის შესახებ ნაკრების დღევანდელ მწვრთნელზე მეტი ვიცი”, – თქვა ჩხეტიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში