ჟირუს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს
The Athletic-ის ინფორმაციით, “მილანის” ფორვარდ ოლივიე ჟირუს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს.
37 წლის ფრანგის სამსახურით MLS-ის ბინადარი “ლოს-ანჟელესი” ინტერესდება, სადაც ამჟამად ოლივიეს თანამემამულე უგო ლორისი ირიცხება.
ვეტერან შემტევს ვარიანტი საუდის არაბეთიდანაც აქვს, თუმცა არც “როსონერიში” დარჩენაა გამორიცხული.
ჟირუს “მილანთან” კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ ეწურება, თუმცა შრომით ხელშეკრულება შესაძლოა, 1 წლით გაგრძელდეს.