ავლაბარში შენობა ჩამოინგრა

თბილისში, ისნის რაიონში, ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებული ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საცხოვრებელი სახლი ავარიული იყო, 14 ოჯახი კი გამგეობის ხარჯით ქირით ცხოვრობს.
„შენობა შეყვანილია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში“, – ამბობენ მერიის პრესსამსახურში.
მეტეხის ქუჩის N14-ში მუშაობს სამაშველო სამსახური.
თბილისის მერიაში დამატებით განმარტავენ, რომ ეზო, რომელშიც შენობა ჩამოინგრა, შემოსაზღვრული იყო ღობით და უცნობია, როგორ მოხვდა იქ ადამიანი, რომელიც ნანგრევებში მოყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი