როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში წვიმიანი ამინდი დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.