ლოიდ ოსტინი – ოპტიმისტურად ვარ განწყობილი-გავაგრძელებთ კონგრესთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინა აუცილებელ დახმარებას მიიღებს

კონგრესში უკრაინის დახმარების დამტკიცების მხრივ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში მე-20 სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჯერ კიდევ ვხედავ კონგრესის ორივე პალატაში უკრაინის ფართო მხარდაჭერას, ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრესს დავინახავთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს ისეთი რამ არის, რომლის ბოლომდე პროგნოზირება არ შეიძლება. გავაგრძელებთ კონგრესთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინა მისთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებს”, – განაცხადა ოსტინმა.
მან აღნიშნა, რომ “რამშტაინის” ფორმატის მე-20 შეხვედრაზე დაახლოებით 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა უკრაინის დახმარება განეხილათ.
“ახლაც მესმის ერთიანობა და ერთგულება იმაზე, რომ ამ მხარდაჭერის გაგრძელების საშუალება ვიპოვოთ, ამიტომ ვხედავთ, თუ როგორ აქტიურდებიან მოკავშირეები და პარტნიორები, მაგრამ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან-ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ოსტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ