სპორტული კომენტატორი ვასილი უტკინი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი ვასილი უტკინი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „ეგრისის“ პრესსამსახური ავრცელებს, რომლის პრეზიდენტი ვასილი უტკინი იყო.
დღეს შუადღისას ვასილი უტკინი მოსკოვის პირველი საქალაქო საავადმყოფოს კარდიო განყოფილებაში გადაიყვანეს.
„ძალიან გვიმძიმს ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ეს სიმართლეა. ვასილი ჩვენთან აღარ არის“, – ნათქვამია ეგრისის შეტყობინებაში.
ტელეგრამის არხები Baza და Mash იუწყებიან, რომ სიკვდილის წინასწარი მიზეზი ფილტვის ემბოლიაა.
ვასილი უტკინი დაიბადა 1972 წლის 6 მარტს. მან პოპულარობა მოიპოვა 1990-იანი წლების შუა ხანებში, როგორც სატელევიზიო შოუს „ფეხბურთის კლუბის“ წამყვანი და NTV-ს საფეხბურთო კომენტატორი. 2010-2015 წლებში ის იყო NTV-Plus სპორტული არხების მთავარი რედაქტორი . 2004 და 2005 წლებში დასახელდა TEFI ჯილდოს გამარჯვებული კატეგორიაში „საუკეთესო სპორტული კომენტატორი“.