ყირგიზეთთან ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა – ვინ არიან უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების მფლობელები

2024 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილეს სავაჭრო მიმართულებებს შორის ის ქვეყანა გახდა, სადაც ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და ცენტრალური აზიის ამ მიმართულებამ მთლიან ვაჭრობაში 4.3%-იანი წილით აღმოჩნდა. ყირგიზეთთან სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტის ხარჯზე მხოლოდ ორ თვეში 126.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო-ყირგიზეთის ვაჭრობის ისტორიაში ექსპორტ-იმპორტი ასეთი მოცულობითი ადრე არასდროს ყოფილა.
2024 წლის იანვარ-თებერვალს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა 15.6%-იანი წილით ყირგიზეთი (125.6 მლნ. დოლარი) იყო. რაც შეეხება იმპორტს მან 890 მლნ დოლარი შეადგინა.
ყირგიზეთში საქართველოდან მთავარი საექსპორტო საქონელი ავტომობილებია და ამავე დროს ავტომობილების რეექსპორტშიც პირველი ადგილი ყირგიზეთს უკავია, ანუ ეს ის ქვეყანაა, სადაც 2023 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა.
„კომერსანტი“ გთავაზობთ იმ მსხვილი კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტს ახორციელებდნენ:
შპს ბი თუ ბი – კომპანიის დირექტორი გიორგი შალამბერიძეა, 100%-იანი წილის მფლობელი კი ნინო გველესიანი;
შპს გრანდი 2022 – კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბააკა ალავიძეა.
შპს თბ ექს – კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი გურჩიანია.
შპს კავკასიის ავტოიმპორტი – კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჩადუნელია, ხოლო მეწილეები ლევან სურგულაძე, გიორგი სურგულაძე, დავით გულაშვილი და გიორგი გულაშვილი არიან.
შპს ჯეო როუდი – კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბააკა ალავიძეა.