სქემა დაალაგეს „ნაცმოძრაობის ქალებმა“, „ქართული ოცნების“ მამაკაცებს შეურაცხყოფას აყენებენ, პროვოკაციაზე წამოაგებენ და მერე შეურაცხყოფაზე ითხოვენ პასუხს – მამუკა მდინარაძე
სქემა დაალაგეს “ნაცმოძრაობის” ქალებმა, არიან ერთ მხარეს ჩმორი კაცები და უზრდელი ქალები, ქალები აყენებენ „ქართული ოცნების“ მამაკაცებს შეურაცხყოფას, კაცები იქით ხმას არ იღებენ, მათი უმრავლესობა, ყველაზე არ ვსაუბრობ. ეს უზრდელი ქალები პროვოკაციაზე წამოაგებენ ვიღაცას და მერე შეურაცხყოფაზე ითხოვენ პასუხს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერი ქალები თავად აყენებენ შეურაცხყოფას მამაკაცებს და შემდეგ სექსისტური განცხადებებით გამოდიან.
„ზოგიერთ ოპოზიციონერ ქალბატონს, თავად რომ იგინება, ქალი რომაა ავიწყდება. პასუხი თუ ვინმემ დაუბრუნა, მაშინ სპეტაკი და კდემამოსილი ქალბატონები ხდებიან. ასე არ გამოვა, უნდა მიხვდნენ რას აკეთებენ. თუ ჩვენ გენდერზე და თანასწორობაზე ვლაპარაკობთ, თვითონ რატომ გამოდიან ასეთი სექსისტური განცხადებებით, რომ ქალი როცა უნდა არის და როცა უნდა არ არის. თვალში პასტას რომ გაარტყამ დეპუტატს, გინდა ის მერე კაცი იყოს გინდ ქალი, რომ წამოდგება და რაღაცას მოგიღერებს, რომ მოგიშოროს, ალბათ შეიძლება ადეკვატურ პასუხადაც კი მივიჩნიოთ. როდესაც იყო ისეთი ფორმა, ირაკლი ბერაია ღირსეული კაცია, გამოვიდა და ბოდიში მოიხადა უმალვე, მაშინ პირველი ვიყავი ვინც თქვა, რომ ეს იყო მიუღებელი ფორმა, მაგრამ რაღაცას აქვს საზღვარი. როდესაც ისეთ საზიზღრობას იტყვი, რისი გამეორებაც მიჭირს და ვერ ვამბობ, სწორედ ეთიკის გამო და თვალში პასტას გაარტყამ ადამიანს, შემდეგ პასუხი გიკვირს და ამაზე, როგორც ქალი ითხოვ პასუხს, მანამდე ქალი რომ ხარ რატომ გავიწყდება.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.