დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დღეს, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ს ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და ერთ-ერთი რუსი დეპუტატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ აცნობეს.
„ამ კონტექსტში, რუსეთის ელჩს ოფიციალურად ეცნობა, რომ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი მოლდოვაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მან ქვეყანა უნდა დატოვოს“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე, დღეს, ტალინში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს დიპლომატიური სტატუსი ესტონეთმაც შეუჩერა.
ესტონეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს განუცხადეს, რომ რუსეთის ქმედებებს, რომლებიც ს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება ტალინი არ მოითმენს.
„ესტონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ოპერაციები, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ არის კოორდინირებული, უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ასევე დაგაინტერესებთ