ბავშვები დასაცავები არიან პედოფილებისგან და ადრეულ ასაკში ქორწინებისგან – ბუჩუკური

დღეს, 19 მარტს, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში ბავშვებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პირველ რიგში შიმშილისგან, რადგან ქვეყანაში ბავშვთა მალნუტრიცია არსებობს.
„ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება საკვების დეფიციტის დროს, ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. ამ მდგომარეობას ხშირად „ფარულ შიმშილს“ უწოდებენ. ხოლო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვებითი დეფიციტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას და ხშირად იწვევს კოგნიტური განვითარების შეფერხებას (დაბალ მიღწევებს სკოლაში და ინტელექტუალური შესაძლებლობების შემცირებას). ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ მდგომარეობაში ბავშვი უბრალოდ ვერ ვითარდება.
2022 წელს უნდა დაწყებულიყო საჯარო სკოლებში ე.წ. სასკოლო კვება. თუმცა ხელისუფლებამ ეს არჩევნებისთვის გადადო.
იმედია, ახლა მაინც გააკეთებთ, თქვენი ინტერესია! მაგრამ უნდა გაკეთდეს ხარისხიანად, როგორც იყო დაგეგმილი და არა მორიგი კორუფციული სქემებით – რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასავსებად. ბავშვებზე ლაპარაკი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ანა საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაჭირვებისგან, რადგან ჯანდაცვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას იღებს 175 585 ბავშვი.
„საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პედოფილებისგან. საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან ადრეულ ასაკში ქორწინებისგან.
სახალხო დამცველის ბოლო გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს.
საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან უდედოდ და უმამოდ გაზრდისგან წარმოუდგენელია იმ ბავშვების დათვლა, რომელთა მშობლები, ხშირ შემთხვევაში – დედები, სოციალური და ეკონომიკური სირთულეების გამო მოშორებულები არიან საკუთარ შვილებს, ოჯახებს, სამშობლოს და ევროპასა და ამერიკაში არიან იძულებით სამუშაოდ გადასახლებულები“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ანა ბუჩუკურის თქმით, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაუნათლებლობისგანაც, რადგან OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც 81 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, საქართველო OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს მის სამივე ნაწილში ჩამორჩება.
„ამავე კვლევის მიხედვით კი წაკითხულის გააზრების მხრივ ქართველი მოსწავლეების მაჩვენებელი გაუარესდა. ასე, რომ დიახ, სამწუხაროდ – საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან! მაგრამ ხელისუფლებას ეს ბავშვები, ისიც დროებით, მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება რატომღაც. ამას არ ჰქვია ბავშვებზე ზრუნვა. ეს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობის გახანგრძლივების მცდელობებია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას – რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა და ნუ დაელოდებით არჩევნებს! შიმშილობენ ეს ბავშვები“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“